GE EN
სხვა სიახლეები
ირანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

„ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტკივილით ვიუწყებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მოწამეობრივ დაღუპვას 2024 წლის 19 მაისს, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს.პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მდინარე არასზე კაშხლის გახსნის ოფიციალური ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ. მათ ცხოვრება მიუძღვნეს  ხალხისადმი სამსახურს და  მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე.ამ სამწუხარო ინციდენტის დროს ასევე მოწამებრივად დაიღუპნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალექ რაჰმათი, თავრიზის პარასკევის იმამი მუჰამედ ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის დაცვისა და  ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები.ირანის საელჩო ამ მწუხარების დროს, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ირანელ ხალხს. ჩვენ, როგორც მგლოვიარე ერი ერთად ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა მემკვიდრეობას, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა  ირანის ისლამური რესპუბლიკის წინსვლასა და კეთილდღეობას.ამ მწუხარების დროს, ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ერთიანობა და მონდომება  გარდაცვლილი ლიდერების გზის გასაგრძელებლად, ირანისა და ამ ქვეყნის ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის.დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი მათმა სულებმა“, – ნათქვამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში. 

1716198912

Politico: აშშ–ის კონგრესი ქართველ პოლიტიკოსებს სანქციებს უმზადებს

კანონპროექტის თანახმად, „ქართული ოცნებიდან“ მაღალჩინოსნებს და ძალოვნებს, რომლების პროტესტს ახშობდნენ, ანგარიშების გაყინვა და აშშ–ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ემუქრებათ „რუსეთის ფედერაციის მიმართ შემრიგებლური პოლიტიკის“ გატარების გამო.კანონპროექტში ნათქვამია, რომ თბილისმა „ღია  იერიში მიიტანა აშშ–სა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობენ და ამავე დროს ცდილობს ურთიერთობების გაფართოებას რუსეთთან და ჩინეთთან“.გაზეთის მოლოდინით, კანონპროექტს დღეს, 20 მაისს წარადგენენ. 

1716194887

ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა ქართულმა კომპანიებმა დანაკარგი დაიანგარიშე...

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -16.19% წინა კვირასთან შედარებით და - 14.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 984 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.50 - 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 129 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 26.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.33% წინა კვირასთან შედარებით და -8.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.65 - 30.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 136 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.04% წინა კვირასთან შედარებით და -21.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 878 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.20 - 11.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.

1716194160

9 ქართულმა მარანმა პროდუქცია ჩინეთში წარადგინა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიების პროდუქცია: „წერეთლის ღვინის მარანი“; „თელავის ღვინის მარანი“; „შატო მუხრანი“, „GWS“, „ბექაურის ღვინის მარანი“, „Wine Guards“; „მტევინო“, „კოტეხი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.ქართული ღვინის წარდგენას ორგანიზება  ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) გაუწია. ამასთან ერთად, ქესიდი დარტმა გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.მასშტაბური, ასწლიანი გამოცდილების გამოფენა “WinetoAsia” თავს უყრის ათასობით საერთაშორისო მწარმოებლებსა და დილერებს, რაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე.აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს.

1716193373

მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 17 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

1716193152

ევროპის ჩემპიონატისთვის მთავრობა ავიაბილეთებს ასუბსიდირებს

მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები, მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე. ერთი გზის ფასი იქნება 195 ევრო,"- აღნიშნა პრემიერმა.

1716192833